ალ ქაიდას ლიდერი მუსლიმ მხარდამჭერებს რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

Сирийская

ალ ქაიდას ლიდერი, აიმან ალ ზავაჰირი, მუსლიმ მხარდამჭერებს რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს, რაც სირიასა და ერაყში საჰაერო ოპერაციების წარმოებას უკავშირდება.

მორიგი მოწოდებები აუდიო მასალის სახით ინტერნეტით გავრცელდა. მისი ჩაწერის ადგილი უცნობია.

აიმან ალ ზავაჰირი რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მტრად ირანსა და ჰესბოლასაც მოიაზრებს, მხარდამჭერებს კი მოუწოდებს, შიდა დაპირისპირება შეწყვიტონ და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ.

სავარაუდოდ, ჩანაწერი ბოლო 1 თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ სირიაში დაწყებული ავია იერიშების შემდეგაა გაკეთებული.

banner
წინა სტატიაშისაპროკურორო საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს მინისტრებს ელოდებიან