ალფრედ კოხი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს

ალფრედ კოხი

ალფრედ კოხირუსული გამომცემლობა Ino Pressa გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრის ალფრედ კოხის განცხადებას ავრცელებს, რომელიც მან გერმანულენოვან გაზეთთან გააკეთა. მისი თქმით, მომდევნო, ვისაც მოკლავენ, იქნება თვითონ.
კოხის სიტყვებით, გასული წლის შემოდგომაზე მან გერმანული ბავარიის ერთ-ერთ სოფელში საიდუმლო შეხვედრას გაუწია ორგანიზება, სადაც რუსეთის ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსები შეკრიბა, მათ შორის ხადარკოვსკი, ნემცოვი და სხვები, რომელთა დასახელება მას არ სურს.
შეხვედრაზე მათ იმსჯელეს იმაზე, რა საშუალებებით იქნებოდა პუტინის სიჯიუტის გადატეხვა შესაძლებელი, ნათქვამია სტატიაში.
როგორც კოხი ამბობს, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ყოფილი მისნისტრი და პუტინის მტერი, კახა ბენდუქიძე იყო, რომელიც შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში დაიღუპა, თითქოსდა გულის პრობლმების გამო.
„მეშინია, რომ ის და ნემცოვი ბოლო არ არიან იმ სიაში, რომლებიც სიცოცხლეს გამოესალმებიან“ – ამბობს კოხი.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძე
შემდეგი სტატიაგარდაბნის, მარნეულისა და თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა