ალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის მეორე შავი ყუთი ნაპოვნია

საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის მეორე შავი ყუთი ნაპოვნია.

გამოძიება იმედოვნებს, რომ ჩანაწერების გაშიფვრისას დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის ყველა გარდაცვლილი ამოცნობილია, მათ შორის მეორე პილოტი ანდრეას ლუბიცი, რომელიც ავიაკატასტროფის ერთადერთი ეჭვმიტანილია.

პარალელურად, გერმანული მედია წერს, რომ 27 წლის პილოტი რამდენიმე წლის წინ მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ მხედველობის პრობლემებს უჩიოდა, თუმცა ექიმებმა დაზიანებები ვერ აღმოუჩინეს. გარდა ამისა, ლუბიცი ანტიდეპრესანტებს რეგულარულად იღებდა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ალაზანში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის მერიის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს იწუნებს