“ალი და ნინოს” ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე გადაიტანეს

“ალი და ნინოს” ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე გადაიტანეს. 7 მეტრიანი სკულპტურის დაზიანებული მექანიზმის შეკეთება კი, სავარაუდოდ, ორ დღეში დასრულდება.

მოძრავი ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე რამდენიმე მეტრის მოშორებით დაამონტაჟეს.

ქანდაკების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, რა დროსაც “ნინოს” სკულპტურა ბაგირის გაწყვეტის შედეგად დაზიანდა.

ძეგლისთვის ადგილის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ზღვის წყალი მის ფუნდამენტს აზიანებდა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინის ახალი ფავორიტი 188 სანტიმეტრია+ფოტო
შემდეგი სტატიამუხიანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა