ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით დღეს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“2015 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი – 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები – 14:00 საათიდან.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს წარმომადგენლებმა თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და პროდუქტები დაურიგეს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდულია