ალიევის უფროს ქალიშვილს აგარაკი რუბლიოვკაზე აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის უფროს შვილს აგარაკი მოსკოვიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარე მილიონერების აგარაკზე აქვს. ამის შესახებ კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულებათა ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
ალიევების რუსული აგარაკი ელიტურ სოფელ სადი მაიენდორფშია. მათი მეზობლები არიან «ფორბსის» სიის რამდენიმე მილიონერი – კრისტინა არბაკაიდეს ყოფილი ქმარი და კადიროვის მეგობარი რუსლან ბაისაროვი, «როსნეფტის» მფლობელის შვილი ალექსეი ბოგდანჩიკოვი, ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი ვლადიმირ ლისინი, დუმას რამდენიმე დეპუტატი და სხვები.
ლეილა ალიევას სახლი ვლადიმირ პუტინის აგარაკისგან რამდენიმე წუთის სავალზეა. როგორც ამბობენ, ზუსტად აქ შეიძინა უკრაინის გაქცეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც სახლი, თუმცა, ამის შესახებ ნფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
ეს ელიტური სოფელი სსრკ-ს დროს საბჭოთა ელიტის საყვარელი და ძვირადღირებული ადგილი იყო. უძრავი ქონების გამყიდველები ამბობენ, რომ ადგილი ძალიან გავს ალპებს.
ანალიტიკური ცენტრის კვლენებიდან ირკვევა, რომ ლეილა ალიევამ სახლი 2006 წელს შეიძინა, მალევე მას შემდეგ რაც გათხოვდა ემინ აგალაროვზე. მის მფლობელობაშია 7660 კვადრატული მეტრის მიწა. ალიევას ასევე აქვს ორი 577 და 581 კვ მეტრის ფართობის სახლი, რომელიც გარშემორტყმულია ტყით, გვერდით კი ტბა მდებარეობს.
ექსპერტების შეფასებით ალიევას აგარაკი 37 მილიონად არის შეფასებული.
სოფელში, ფაქტობრივად, შეუძლებელია მოხვედრა. მას გარს დაცვის რამდენიმე კორდონი აკრავს. შიგნით კი ფოტოების გადაღება კატეგორიულად იკრძალება.
ლეილა ალიევას მფლობელობაშია «აზერსელი» და «აზერფონი». გარდა ამისა, ოჯახს ბაქოსა და აზერბაიჯანში რამდენიმე სასტუმრო აქვს.

banner
წინა სტატიაშიიანუკოვიჩმა კიევში დაკითხვაზე მოსვლაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაჯოლის და პიტის მონაწილეობით «ლაჟვარდოვანი სანაპიროს» ტრეილერი გამოვიდა