ალვანში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ექიმების თქმით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს თავის ტვინში ცხრა საფანტი აქვს მოხვედრილი. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

ელიზბარ პატარკაციშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაეწია.

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, პატარკაციშვილი ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გამო გამოიძახეს.

მათივე თქმით, ოჯახში დედასა და შვილს შორის დაძაბულობა ხშირად იყო. 24 წლის ელიზბარ პაჩოშვილი შშმ პირია და მას დედასთან ჩხუბი ტელევიზორის გამო მოუვიდა, რის შემდეგაც დედამ პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულ პოლიციელს პაჩოშვილმა თოფი ესროლა. დამნაშავე სპეცრაზმის მეშვეობით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღო
შემდეგი სტატიამუნიციპალური ავტობუსები დღეს ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ