ალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას რჩევას აძლევს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება. პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობამ არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილებების მიღება და უნდა დაფიქრდეს თითოეულ ნაბიჯზე, როდესაც ეს მრავალწლიან ურთიერთობებს ეხება.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალიან სერიოზული სიფრთხილით მოეკიდონ ამგვარ ფაქტებს. ქვეყნებს შორის არსებობს მტკიცე ურთიერთობები და არ უნდა მოხდეს მათი განელება ან დაკარგვა. რეალურად გარკვეული უხერხულობები იქმნება, მაგრამ აუცილებელია ყველაზე მაღალ საზომად ხალხთა შორის ურთიერთობები დავაყენოთ,”- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივითარება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მინსკის შეთანხმების ხელმოწერიდან 16 საათში
შემდეგი სტატიანინო კალანდაძე : ეს არის უკიდურესად სამარცხვინო საქციელი