ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ვრცელ კომენტარს “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს, – ამის შესახებ ალექსი ახვლედიანმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალექსი ახვლედიანი მთავარ პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მას ჟურნალისტებთან გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.
“ჯერ მე თვითონ გავერკვე, რა ხდება სიტუაციაში. შევხვდები ნიკას და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. მანამდე ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია მისი მეგობარია და “ალბათ ეს იყო მეასე ვიზიტი “რუსთავი2”-ში.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადებაც გავრცელებს.