ალექსის ციპრასი: ჩვენ არ გვინდა ბრძოლის შეწყვეტა და შემდეგ ბოდიშის მოხდა ამისთვის

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების მეორე პაკეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა, რომელიც უძრავი ქონების დაგირავების შემთხვევაში კანონის გამკაცრებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერი ციპრასი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ახალი კანონი საფრთხეს არ შეუქმნის უძრავი ქონების მფლობელებს.

„მე არ ვაპირებ ამ ფრონტის საკუთარი ნებით მიტოვებას. ჩვენ არ გვინდა ბრძოლის შეწყვეტა და შემდეგ ბოდიშის მოხდა ამისთვის. არ იქნება პატრიოტული საქციელი თუ ხალხს ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში დავტოვებთ. ეს შეთანხმება გვაძლევს დროს, იმისთვის რომ ისევ მოვიპოვოთ ინვესტორების ნდობა და დავუბრუნდეთ სხვადასხვა ბაზრებს,“-განაცხადა ციპრასმა.

პარლამენტში დებატებმა ამჯერადაც საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის ათენში ისევ შეტაკებები იყო. მოქალაქეები საბერძნეთის მიერ საერთაშორისო კრედიტორებთან გაფორმებული შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგებიან.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაყვარლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს