ალექსანდრე ჭიკაიძე მინდია ჯანელიძის მოადგილედ ინიშნება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას კრიზისების მართვის საბჭოში ადასტურებენ.

მათი  ინფორმაციით, ჭიკაიძის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება უკვე არსებობს.

2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ალექსანდრე ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

banner
წინა სტატიაში“დონალდ ტუსკი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს და სოფელ ხურვალეთს ეწვევა”
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს