ალექსანდრე მარგიშვილი: ერთ რჩევას მივცემდი უმცირესობას – საქმეს მიხედონ

თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ოპოზიციას საქმის კეთებას ურჩევს. ამის შესახებ მარგიშვილმა თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე მარგიშვილი მარტში ახლად შექმნილ “ბიზნესის წახალისების ცენტრს” უხელმძღვანელებს და შესაბამისად, ვიცე-მერის პოსტს დატოვებს.

ამასთან, მარგიშვილს არ აქვს ინფორმაცია მერიიდან მისი წასვლის შემდეგ ვინ გახდება თბილისის ვიცე-მერი.

„კორუფციასთან დაკავშირებით რა უნდა ვუპასუხო? ერთდერთ რჩევას მივცემდი უმცირესობას, რომ საქმეს მიხედონ. ცენტრის საკითხი მუშავდება უკვე რამდენიმე კვირაა. გადაწყვეტილება მიღებულია, ცენტრი რომ დაფუძნდება და თუ დავინიშნები ხელმძღვანელად, ვიცე-მერის პოსტს დავტოვებ,” – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის დღევანდელ დღემდე არ დადასტურებულა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას არავის ვაპატიებ
შემდეგი სტატიანიკა მელია განცხადებას ავრცელებს