ალექსანდრე ლუკაშენკო: არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა

ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ამ ლეგენდარულ ქვეყანაში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით აქ, ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით. როგორც ისტორიკოსს, ბევრი მაქვს წაკითხული, ბევრი რამ ვიცი საქართველოს შესახებ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქართველო ლეგენდარული ქვეყანა იყო. ამიტომ, ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი აქ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუს ხალხს ყოველთვის დიდი პატივისცემა ჰქონდა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში.
ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემით დაიწყო, რადგან ასობით და შეიძლება ათასობით ქართველი დაიღუპა ბელარუსში მეორე მსოფლიო ომის დროს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ბატონმა ზურაბმა მორალური პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა თანამდებობა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ეს ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის