ალექსანდრე კვიტაშვილი – უკრაინელი ექიმების ხელფასი პაციენტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული

უკრაინის ჯანდაცვის ქართველი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, უკრაინელი ექიმების ხელფასი პაციენტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. “მიგნიუსის” ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“მსოფლიოში არც ერთ ექიმს არ სურს პაციენტისგან ფულის აღება და ჯიბეში ჩადება. არ შეიძლება, მათ ეს ვაიძულოთ. ექიმისთვის მთავარია ხარისხიანად უმკურნალოს და ამის გასამრჯელო მიიღოს. ნებისმიერ ქართველ ექიმს რომ ჰკითხოთ, ბოლოს პაციენტისგან კონვერტში ჩადებული თანხა როდის მიიღო, ასეთი სიტუაციის გახსენება გაუჭირდება”, – განაცხადა კვიტაშვილმა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარე წლის ზაფხულიდან თავდაპირვბელად კიევში დაიწყება და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა 30 “ბოევიკი” გაანადგურეს