ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს ძალოვანი სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენმდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ, საქართველოს ხელისუფლებას პროკურატურის, სასამართლო სისტემისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემების რეფორმირებისკენ მოუწოდებს.

ეს განცხადება ალექსანდრე ვერშბოუმ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ფრაქციებისა და კომიტეტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებითი პაკეტის პირობები განხორციელების პროცესშია და საქართველო ალიანსთან უფრო ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები აისბერგის მოსმენას გვთავაზობენ
შემდეგი სტატიამძევალი პოლიციელის ტყვიით გარდაიცვალა