ალექსანდრე ბარამიძე – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის გაიმიჯნება

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის გაიმიჯნება. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის მიერ მოწონებულია, წარდგენილია პარლამენტში და მისი განხილვა ამ კვირაში დაიწყება.
“ეს ცვლილება ეხება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნას. შესაბამისად, სანქციებიც სხვადასხვა იქნება”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშისომალიში გაეროს წარმომადგენლები ააფეთქეს
შემდეგი სტატია,,თურქიშმა,, მალტაში ავარიული დაშვება ითხოვა