ალექსანდრე ბარამიძე: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი ძალიან პროგრესულად მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ძალიან სასარგებლო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, 8 მაისს, ევროკომისიამ, თავის ანგარიშში გარკვეული რეკომენდაციები დაუსახა საქართველოს, რომლის შესრულებაც გამოიწვევს იმ შედეგს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს.
“დღევანდელ შეხედრაზე საუბარი იყო იმაზე, როგორ სრულდება უწყებების მიერ ეს პროცესი. საერთო აზრით, პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ძალიან პროგრესულად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყოველგვარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ წლის ბოლოსთვის ეს პროცესი წარმატებით დასრულდება”, -განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ევროკომისიას ვიზა ლიბერალიზაციაზე სრულყოფილი ანგარიში წარვუდგინოთ
შემდეგი სტატია“Miss Planet – Georgia 2015″გაიმართება