ალეკო ელისაშვილი: ქალაქის ბიუჯეტი რეზინის არ არის, რომ ის გაწელონ

ელექტროენერგიის სუბსიდირების კონკრეტულ სქემას საკრებულოში ელოდებიან. საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს, ეჭვი აქვს, რომ თანხა რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტში დარჩენილია, არ არის საკმარისი, რომ სოციალურად დაუცველებმა კომპენსაცია მიიღონ.

„მთავარი ეჭვი არის, რომ რამდენად გაწვდება თბილისის მერია და მისი ბიუჯეტი რომ გაზრდილ ტარიფთან დაკშირებთ სხვაობა სრულად დაფაროს, არის ეჭვი, რომ არ ეყოფა და ვაუჩერს გადმოიტანენ, რომ გასაღდეს როგორც სუბსიდირება, ქალაქის ბიუჯეტი რეზინის არ არის, რომ ის გაწელონ, რაც არის ის არის, არ ვიცი როგორ ფოკუსს მოიგონებენ, ფოკუსის გარეშე არაფერი გამოვა,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: შემუშავებული გვაქვს სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მოდელი
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს