ალეკო ელისაშვილი თბილისის მერისგან ანგარიშის ჩაბარებას მოითხოვს

“თბილისის მერმა უნდა ჩაგვაბაროს ანგარიში, რატომ არის კორუფციული მეტასტაზები მოდებული მერიაში,” – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ ქვირიას დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანიამ ასევე უნდა განმარტოს, რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა მერიაში. მას ასევე აინტერესებს, რატომ ხდება მერიაში საკადრო გადაადგილებები და ხომ არ არის ამ პროცესების მიღმა კორუფცია.

შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მიხეილ ქვირიას სამართალდამცველები მოქალაქეებისგან დანაშაულებრივი გზით 10 ათასი დოლარის აღებაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია ფრაქციას არ ტოვებს
შემდეგი სტატიარატომ გაიცა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროზე უფასოდ ლიცენზია–გიორგი ბარამიძე