ალეკო ელისაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშია-ბიძინა ივანიშვილი

Untitled_21ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშია.

ივანიშვილმა ელისაშვილი პროექტ „პანორამა თბილისთან“დაკავშირებით გამოთქმული მსოაზრებების გამო გააკრიტიკა.

„მინდა გავიხსენო ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი, საუბედუროდ, მისი განცხადებები თანხვედრაში მოდის იმ სიცრუესთან, რასაც „ნაცმოძრობა“ აცხადებს. ჩემი პრემიერობის დროს დაიწყო საუბარი, რომ ეკონომიკა ინგრევა, დაგეგმილი იყო 5%-იანი ზრდა, რაღაც ეტაპზე 3%-ზე ჩამოვიდა, იმ დროს ყველაზე მძიმე სიტყვები ელისაშვილმა ახსნა, რომ ეკონომიკური სტაგნაციაა, როდესაც ჟურნალისტებს შევხვდი, იქ ვუთხარი – იცი მაინც არ არის სტაგნაცია-თქო, მან კი ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა ეღიარებინა, გამოვიდა და თქვა, კინაღამ გამლახესო.

„პანორამაზე“ გადაცემას ვამზადებთ და ამ თემაშიც ელისაშვილი აქტიურობს. რა უნდა „ნაცმოძრაობას? ერთი – აჩვენოს, რომ ეკონომიკა ინგრევა და მეორე – იქ, სადაც დიდი ინვესტიციაა, შეაჩეროს, საყდრისზეც ამიტომ ბობოქრობენ. ელისაშვილი აბსურდში შევიდა, მარცხენა მხარეს ააშენოსო თუ პირიქით, რაღაცას ამბობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებებიც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან თანხვედრაშია.

banner
წინა სტატიაშინატო მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად
შემდეგი სტატიაარც ერთი რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას-მამა პეტრე