ალასანია ჯანელიძეს პასუხობს

alasania

12512oმინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს, არც დღეს წარმოადგენს, ის იყო კომუნიკატორი, ხოლო გადაწყვეტილება მოწოდებული იყო პრემიერ-მინისტრის სახელით, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთში ვიზიტისას საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემაზე მოლაპარაკებისას მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ შესაბამის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

ალასანიას თქმით, მას მიაჩნია, რომ პროექტის შეჩერება ჯანელიძისთვის მისაღები არ იყო.
“როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, როდესაც მანამდე ეს ყველაფერი უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული, არასწორი მითითებას არ დავემორჩილე და შეთანხმებას ხელი მოვაწერე. თუკი საქართველოს აქვს შანსი იმის, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, ეს იმის წყალობითააა რომ, შეთანხმება გაფორმდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით არის გარკვეული ვადები, რომელიც ჯერ არ გასულა, თუმცა დარღვევის შემთხვევაში, ის გამოვა და საზოგადოებას აცნობებს.

შეგახსენებთ, რომ უპასუხისმგებლო განცხადება  უწოდა თავდაცვის მინისტრმა  მისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას, რამდენიმე დღის წინ გადაცემა “არჩევანში” გაკეთებულ განცხადებას-“ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, თუ ეს განცხადება გაკეთდა. მე არ მომისნენია, შესაბამისად სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო” 

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ “მრეწველები” დაადატსურებენ მათ აზრს, რომ იზიარებენ სრულად ჩვენს მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას–ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაეს იყო სასაცილო აქცია, სადაც თქვეს, რომ განაწყენდა თურმე 10 000 კაცი და მთავრობა უნდა გადადგეს-ირაკლი ღარიბაშვილი