ალასანია: ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა თავდაცვითი მექანიზმების შეძენაზე საქართველოს უარი ათქმევინეს

ირაკლი ალასანია მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრებს ახალ ბრალდებას უყენებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

“თუ კი ისტორია რამის მასწავლებელია საქართველოსთვის მაშინ ჩვენ გვაქვს ერთი ჭეშმარიტება თუ ომი გვინდა, რომ ავიცილოთ უნდა ვიყოთ მზად ომისთვის რათა დავიცვათ მშვიდობა. საზოგადოებას და შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობების ნება ამისათვის კი საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობები.ბატონმა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ერთ-ერთი ასეთი თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე საქართველოს უარი ათქმევინეს. ამის მიზეზი არის ის, რომ მათ არავინ დაუკარგავთ ომში,”- აცხადებს ირაკლი ალასანია

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჯარისადმი სოლიდარულობის განცდა არასდროს ჰქონიათ.

“მათ გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ არასდროს ჯართან. მე გავაგრძელებს ბრძოლას ქართველ სამხედროებთან ერთად,”- აცხადებს ირაკლი ალასანია

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს მოუწოდებს, გაერკვნენ, ოპოზიციაში არიან, თუ “ქართულ ოცნებას” უერთდებიან
შემდეგი სტატიაცუკენბერგმა მის უკრაინულ წარმომავლობას გაუსვა ხაზი – facebook-ი რუსეთს დატოვებს