ალასანია: ქართველ კაცს, სადაც არ უნდა იყოს, მინდა, წარმატებები ვუსურვო

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას ეეჭვება, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესისთვის რაიმე დადებითის გაკეთება შეძლოს.
როგორც ალასანიამ ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა, ის ქართველ ადამიანს მაინც წარმატებას უსურვებს.
„ეს არის უკრაინული მხარის გადასაწყვეტი. მე ქართველ კაცს, სადაც არ უნდა იყოს, მინდა, რომ წარმატება ვუსურვო, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ მან რაიმე კონკრეტული დადებითის მოტანა შეძლოს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად უკვე ოფიციალურად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი საქართველოში არსებულ ბანკებს სთხოვს, 20-წლიანი კრედიტით ბინის ყიდვის საშუალება მისცენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის პირობებში, პროკურატურას სამართლებრივი მოქმედებები არ ეზღუდება