ალასანია ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულების სამსახურში აღდგენაზე კომენტარს აკეთებს

alasania

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი თავდაცვის სამინისტროში გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე აღადგინეს.
“ვულოცავ ჩემს ღირსეულ თანამშრომლებს გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს სამსახურში აღდგენას და იმედი მაქვს სამართლიანობა დანარჩენი 3 თანამშრომლის ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის და დავით წიფურიას შემთხვევაშიც იზეიმებს, რომლებიც ასეთივე უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ “კაბელების” გამოგონილი საქმის. ამ ფაქტს, ასევე ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს და მთელ საზოგადოებას”, – ნათქვამია ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადება “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეში აღარ არიან. ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა მათ გირაოთი შეეცვალათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაზესტაფონში მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია