აკო მინაშვილი: მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროულად მოცილება და ვადამდელი არჩენები

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

“მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროულად მოცილება და ვადამდელი არჩენები,” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აკაკი მინაშვილი ოქტომბრის თვეში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს 2 ოლქში. აკო მინაშვილი დაგეგმილ არჩევნებს უმნიშვნელოს უწოდებს და კონსტიტუციონალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იზიარებს.

“საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, არჩევნებთან დაკავშირებით. არსებობენ დიდი და პატარა საარჩევნო ოლქები რაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჩათვალა. ამიტომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მთავარი შუალედური არჩევნები არ არის. მთავარია ეს ხელისუფლება ძალიან მალე მოვიცილოთ. აქ მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები და არა შუალედური არჩევნები ორ ოლქში რომელიც არაფერს არ წყვეტს,” – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით გაიზარდა
შემდეგი სტატიაპავლე კუბლაშვილი პრეზიდენტს მიმართავს