“ღარიბაშვილის იგივე გუნდით წარმოდგენა არის საქართველოს მოქალაქეების დაცინვა.” – საპარლამენტო უმცირესობას მინისტრთა კაბინეტთან ბევრი მწვავე კითხვები აქვს. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ეს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას და კრიმინალს შეეხება.
“მინისტრები გვეუბნებიან, რომ თურმე ქვეყანაში კრიზისი არ ყოფილა და ყველაფერი არის ძალიან კარგად. ივანიშვილის ცნობილი ფრაზაა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბანკირები უნდა აიყვანონ, რაც არის საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთხელ დაცინვა”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.