აკაკი მინაშვილი: პროკურატურა ივანიშვილის ხელშია, ის იყენებდა და გამოიყენებს მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებება უზრუნვეყოფს სტრუქტურის დამოუკიდებლობას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, როდესაც ასეთი რთული რეფორმა ტარდება, ყოველთვის ჩნდება განსხვავებული შეხედულებები.

„ვფიქრობ, რომ ამ ფორმით არჩეული პროკურორი იქნება დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ოპოზიცია კი თვლის, რომ ცვლილება ფასადურია და პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენას კვლავ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს.

„ეს კანონპროექტი არის დამაზიანებელი, ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სამართალდამცავი უწყებები, ამ შემთხვევაში პროკურატურა, არის ივანიშვილის ხელში და ის იყენებდა და გამოიყენებს პროკურატურას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის მიერ პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონში ბევრი რამ ბუნდოვანია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში
შემდეგი სტატიარაზე ისაუბრეს პირისპირ შეხვედრაზე ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა?