აკაკი მინაშვილი : მათი მიზანია ძლიერი კლანი, ძლიერი ნათესაობა და დასუსტებული საქართველო

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

11255129_983903844960706_27425251_nნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული კომისია დღეს დილიდან სენაკში იმყოფება. კომისიის წევრებმა ქალაქში ადგილობრივი გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის პლაკატები გამოფინეს და ისინი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.

„სენაკში არის ორი ადამიანი, ორი მთავარი თავი -ადგილობრივი მაჟორიტარი და გამგებელი, რომელიც მთლიანად ინაწილებს აქ არსებულ ბიზნესებს, არის ძალიან ფართოდ გავრცელებული ნეპოტიზმი, დასაქმება ხდება არა იმ ადამიანების, ვისაც აქვს კვალიფიკაცია, არამედ, ვინც არის მათი კლანის და მათი ოჯახის წევრები. მათი მიზანია ძლიერი კლანი, ძლიერი ნათესაობა და დასუსტებული საქართველო,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

თენგიზ გუნავას ინფორმაციით, გუშინ გამგებელს ქონდა სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა და მათ ხალხის გამოყვანა და პროვოკაციის მოწყობა დაავალა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ მსგავსი ქმედებით ისინი პირიქით აგრესიას მიიღებენ ხალხისგან.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე: უმძიმესი ტრაგედია გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით