ოპოზიცია ხელისუფლებას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული რკინიგზასთან დაკავშირებული პროცესები საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად ხორციელდებოდეს.
“არ არის გამორიცხული, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად ხორციელდება,”-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
თავისუფალ დემოკრატებში რუსეთის ქმედებას ოკუპანტურ ნაბიჯს უწოდებენ.
მმართველი გუნდი კი რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაზე საუბრობს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.