აკაკი ბობოხიძე: მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოათრიეთ პარლამენტარები გარეთ

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს თოქ–შოუ არჩევანი. ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მთავრობას საზოგადოების პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

,,კახეთზე არანაკლებ უფრო მძიმე მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში. გვალვის გამო იმერეთში არის ოჯახები, რომლებმაც გვალვის გამო ერთი ტარო სიმინდიც ვერ მოწყვიტეს. არანაკლებ მძიმე მდგომარეობა ელოდებათ შიდა ქართლის მეხილეებს, მეციტრუსეებს, მევენახეებს არამხოლოდ კახეთში არამედ რაჭასა და ლეჩხუმშიც. მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩემი ჩათვლით გამოათრიეთ პარლამენტარები გარეთ, გამოათრიეთ სოფლის დეპუტატები, მიადექით გამგებლებს და გააგებინეთ პრობლემის შესახებ”– განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაში„გუშინდელმა სხდომამ დაამტკიცა, რომ ეს არის არა აღმასკომი, არამედ ქართული ფეხბურთის დაღმასკომია”
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის საიტზე სააკაშვილის გადაყენების პეტიცია დერეგისტრირდა…