აკაკი ბობოხიძე – ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს სესხულობს ბიძინა ივანიშვილის “პარნიკისთვის”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

ე.წ. იაფ კრედიტს ისევ ფულიანი ტიპები იღებენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას უსმენენ.

ბობოხიძემ მინისტრს ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ იაფი კრედიტის საკითხზე დაუსვა და დაინტერესდა, გაცემულ სესხებში რამდენი პროცენტი მოდის მეწარმეებსა და რამდენი უბრალო გლეხზე.

“ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანეთ, რომ 2-3 %-იანი სესხებია მნიშვნელოვნად გაცემული. მე მაინტერესებს, რამდენია ამ ე.წ. იაფ კრედიტში გლეხების მიერ აღებული? გეთანხმებით, რომ მეღვინეობის დარგი უნდა განვითარდეს, რათა გლეხმა თავისი განავითაროს და ეს თანამდევი პროცესია, მაგრამ რამდენადაც მე ვუკვირდები, იაფფასიან კრედიტს ისევ ფულიანი ტიპები იღებენ – იმდენად დიდი გარანტიებია მისაღები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს სესხულობს ბიძინა ივანიშვილის “პარნიკისთვის” და ამის ფულს სახელმწიფო იხდის. იაფი კრედიტი არ არსებობს ამ ქვეყანაში. იაფი არის ის გადამხელისთვის ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც თავის თავს უხდის, მაგრამ იაფი არ არის ბიუჯეტისთვის”, – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერს შეხვდა
შემდეგი სტატიაცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი ქუთაისში, მწვანე ყვავილას პანთეონში დაკრძალეს+ფოტო