„აიღებთ თუ არა ხელში იარაღს საკუთარი ქვეყნის დასაცავად?“

„აიღებთ თუ არა ხელში იარაღს საკუთარი ქვეყნის დასაცავად?“
გლობალური კვლევების ასოციაცია Gallup-მა კვლევები ჩაატარა, მოსახლეობის რამდენი პროცენტი არის თანახმა საკუთარი ქვეყნის დასაცავად იარაღი აიღოს ხელში და იბრძოლოს.
მეტად საომარ განწყობაზე არიან ევროპის ისეთი ქვეყნები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ. მაგალითად, გერმანიაში მოსახლეობის 18% მზად არის იომოს, იტალიაში 20%, დიდ ბრიტანეთში 27%, საფრანგეთში 29%. ფინეთში 74 %-მა თქვა, რომ მზად არის იარაღით ხელში დაიცვას საკუთარი ქვეყანა.
ჩრდილოეთ ამერიკაში მოსახლეობის 43%-მ აგამოთქვა მზაობა ქვეყანისთვის იომოს.
ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის მაროკო და ფიჯი, 94 %-მა თქვა, რომ იარაღს აიღებს ხელში და იომებს ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში. ასევე, დიდი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 83%.
კვლევების თანახმად, ბრძოლის ყველაზე მეტი მზაობა მუსლიმებმა გამოთქვეს 78%. ბუდისტებს შორის – 66%, ქრისტიანებს შორის 48%-დან (პროტესტანტები) 53%-მდე (მართლმადიდებლები).
გამოკითხული ქალების 52%-მა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან საკუთარი ქვეყნისთვის იომონ. მამაკაცებს შორის კი 67%-მა.

banner
წინა სტატიაშიმეფემ თანაშემწე მას შემდეგ გააგდო, რაც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტს სილა გააწნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის გიორგობა (VIDEO)