ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს “კურორტი ახტალა”; მესტიის რეზიდენცია; წყალტუბოს სანატორიუმები; ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე; ბათუმი თაუერი; ათონელის რეზიდენცია; შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია”- 70% წილი; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPS ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი; ეროვნულ ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და ა.შ.
გასაყიდი ობიექტების ნუსხა დღეს “ბიზნესმენთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააცნეს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით.
ვარაუდობენ, რომ მარტო ობიექტების გაყიდვით ორი-სამი თვის პერიოდში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება.

banner
წინა სტატიაშიუნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ
შემდეგი სტატიაქვეყანაში არსებული ეკონომიკურ ვითარებაზე სასაუბროდ, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ხვდება