ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა

ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა და პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ პირებს.

კოჟორიძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ არ პირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. პრეზიდენტს თავის დროზე რომ გაეკეთებინა განცხადება – მოვიფიქრებ და გადავწყვეტო, ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის ხელახალი წამოწევა, მაგრამ პრეზიდემტმა ნათლად თქვა თავისი პოზიცია და ეს არაერთხელ იქნა გაჟღერებული.

პოზიცია არის იგივე და ჩვენ დამატებით კომენტირებას რა ვაპირებთ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება არ დგამს ანტიკრიზისულ ნაბიჯებს
შემდეგი სტატია“პრეზიდენტ მარგველაშვილის ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული ათონელის რეზიდენციაში,” – კახა კალაძე