ათენში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში მდებარე კულტურის ცენტრ “მელინაში” ფოტო გამოფენა გაიმართა სახელწოდებით “7 წელი 2008 წლის 7 აგვისტოს შემდეგ”.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, რომელმაც აღწერა 7 წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორცილებული სამხედრო აგრესია და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის პროცესი. მან აგრეთვე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ელჩმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ყოველდღიურ ფაქტებზე.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიებას ქ. ათენში მოღვაწე დიპლომატები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბერძენი საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიება წამყვანმა ბერძნულმა ტელეკომპანია “Aლპჰა”-მ გააშუქა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილმა დაინტერესებულ პირებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გააცნო
შემდეგი სტატია“პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ,“ – ეკა ბესელია ხურვალეთში ბანერის აღმართვაზე