აზერბაიჯანი ევროკავშირთან თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს

ბაქო ევროკავშირთან თანამშრომლობის შეწყვეტის პროცედურას იწყებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის შეჩერებას აპირებს. მიზეზი ევროპარლამენტის რეზოლუცია გახდა. დოკუმენტი აზერბაიჯანს რეპრესიებში ადანაშაულებს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და უფლებების დამცველების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოუწოდებს.

მილი მეჯლისმა ევროპარლამენტი ცილის წამებაში დაადანაშაულა და საპარლამენტო დონეზე ევროკავშირთან ურთიერთობები შეაჩერა. ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი დეპუტატები აღარ მიიღებენ მონაწილეობას “ევრონესტის” ღონისძიებებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის საპარლამენტო შემადგენელია.

მილი მეჯლისი მოუწოდებს მთავრობას აღმოსავლეთ პატრნიოტობის პროგრამის წევრობის საკითხსაც გადახედოს.

banner
წინა სტატიაშიდალია გრიბაუსკაიტე: უსაფრთხოების გაძლიერებისათვის საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო: სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ არ მოუმართავს