აზერბაიჯანელთა პასუხი ,,დინამოს,, ქართველ გულშემატკივრებს

05c48812f7cf10182a9c9f261279fac9თბილისში გამართულ ,,დინამო,, -,,გაბალას,, მატჩზე გამოტანილი პლაკატებისა და აზერბაიჯანელ ქომაგებთან მომხდარ შეტაკებაზე ბევრი დაიწერა ქართულ პრესაში… და აი დღეს აზერბაიჯანში, გაბალას სტადიონზე გაიმართა საპასუხო მაჩი უეფას საკლუბო ტურნირის…

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქართველმა გულშემატკივრებმა ამჯერადაც გაშალეს პლაკატი სტადიონზე, რომელზეც ეზერა ,,აფხაზეთი საქართველოა,, რამაც აზერბაიჯანულ მედიაში გაუგებრობა გამოიწვია… ,,აზერბაიჯანული მხარისთვის გაუგებარია ქართველი გულშემატკივრების ეს გზავნილი… რამეთუ აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსი ქომაგები სტადიონზე არ იმყოფებიან,, განაცხადეს აზერბაიჯანულ მედიაში.

ac60dee0a374c680444e750d9038825aმიუხედავად ამისა, ეტყობა აზერბაიჯანში ზოგიერთებს გულში წყენა ჰქონდათ ჩარჩენილი თბილისში ჩატარებული მატჩის დროს გამოტანილი პლაკატებისა და შეხლა-შემოხლის გამო, ამიტომ სტადიონზე ისეთი პლაკატები გაიშალა, სადაც ეწერა, რომ ,,სარვანი მარნეული არაა,, ,,ჩორუკ გემერლი ბოლნისი არაა,, ,,ბოსტანდერე რუსთავი არაა,, და ასე შემდეგ…  რაც თბილისში მომხდარზე შურისძიებას უფრო გავდა… თუმცა ეს პლაკატები აზერბაიჯანულმა პოლიციამ გაშლიდან რამდენიმე წამში წაართვა ამ აქციის მომწყობებს. ზოგიერთი აზერბაიჯანული წყაროს ცნობით, ,,გაბალას,, გულშემატკივრებმა ქართული დროშაც დაწვეს…

აღსანისნავია, რომ ,,გაბალამ,, მოიგო ეს მატჩი თბილისის ,,დინამოსთან,, ანგარიშით 2:0 და ევროპის ლიგის მომდევნო ტურშიც გავიდა.

azernaijanioiiiazerbaijani

banner
წინა სტატიაშიპრინცესა შარლოტას ნათლობის ცერემონიის ფოტოები გამოქვეყნდა+foto
შემდეგი სტატიაკორიდა პამპლონის ქუჩებში