ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

avxaneti

ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრაავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და უსამძიმრებს ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს.

“ამ მძიმე წუთებში თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდში დგას და ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას.

პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია.

დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ძმის,ადიკო ივანიშვილის ფავორიტი დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ ახალი ტიპის 20 ატომურ ბომბს გერმანიაში განალაგებს… (VIDEO)