ავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს დღეს დაკრძალავენ

ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილს დღეს, 14:00 საათზე, რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.
ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოასვენეს. თბილისის სამთავრობო აეროპორტში ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაღუპული ჯარისკაცის გადმოსასვენებლად ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სპეციალური რეისი შეასრულა.
გადმოსვენების შემდეგ, რუსთავში, ყულჯანიშვილის სახლში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს,

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ვაპირებთ, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში