ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში მსხვერპლით დასრულდა. ზუგდიდიდან სვანეთის მიმართულებით მიმავალი უცხოური მარკის მსუბუქი ავტომანქანა ცენტრალურ გზაზე მიმავალ შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოავარია ჯვარში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უცხოური მარკის ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად ავტოავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.