ავტოსაგზაო შემთხვევა – ვაკეში ოჯახს ავტომობილი დაეჯახა

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. გაჩერებაზე მდგომ ოჯახს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სავარაუდოდ, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რადგან ადგილზე გაჩერების კონსტრუქცია განადგურებულია.

მძიმე დაზიანებები, წინასწარი ინფორმაციით, მამამ და შვილებმა მიიღეს. ამ წუთებში მათ ოპერაცია უტარდებათ. საავადმყოფოში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. დაზიანებების გარეშე გადარჩა დედა.

დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფომ დაიგვიანა. თუმცა, 112-ში აცხადებენ, რომ პირველი გამოძახება 09.03 საათზე მიიღეს და ბრიგადა ადგილზე უკვე 5 წუთში იყო.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 300 ყალბი ნოკია აღმოაჩინა