ავტოსაგზაო ნიშნები, რომელსაც წლებია წალენჯიხელები ითხოვენ–საგზაო დეპარტამენტის სწრაფი რეაგირება

ავტოსაგზაო ნიშნები, რომელსაც წლებია წალენჯიხელები ითხოვენ

ავტოსაგზაო ნიშნები, რომელსაც წლებია წალენჯიხელები ითხოვენგუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სტადიონთან, წმინდა ნინოს ქუჩის კვეთაზე ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად ორივე მანქანის მგზავრი და მძღოლები დაზიანდნენ და მძიმე მდგომარეობაში არიან.

ავარიის გამომწვევი მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე მოუწესრიგებელი გზების კვეთაა, რომლის გამოც გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, სამწუხაროდ, პირველი არ არის.

წალენჯიხის მოსახლეობამ ბოლო 10 წლის მანძილზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბევრჯერ მიმართა წერილებით, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე წრიული მოძრაობა დააწესონ ან შუქნიშანი დააყენონ: “როგორც ვიცი, იწერება წერილები გზის ამ მონაკვეთის მოწესრიგების მოთხოვნით, მაგრამ ქალაქის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მას არ ეხება. არა და ფაქტობრივად თვე არ გადის ისე, რომ გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს. შუქნიშანის დადგმა რომ უჭირს ან იმ ადგილობრივ ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვო, ან საგზაო დეპარტამენტს?” – ამბობს “თაიმერთან” საუბარში წალენჯიხის მკვიდრი ე.ლ, რომელიც გუშინ ავტოავარიას შეესწრო.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თქმით, გზის მოძრაობის მოწესრიგება მათ კომპეტენციაში არ შედის და საგზაო დეპარტამენტს, რომელსაც ეკუთვნის გზის ეს მონაკვეთი, არა ერთხელ, თუმცა უშედეგოდ მიმართეს – ამბობს “თაიმერთან” საუბარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა.

საგზაო დეპარატმენტის მიერ დღეს გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, რომ მათთან აღნიშნულ პრობლემაზე შემოსულია ერთადერთი წერილი ერთი კვირის წინ, რომელზეც რეაგირება უკვე მოხდენილია და დაწყებულია სამუშაოები. “უკვე მოძებნილია კონტრაქტორი კომპანია,გაფორმებულია ხელშეკრულება რომ საგზაო ნიშნების დამონტაჟება დაიწყონ” – განაცხადეს “თაიმერთან” საგზაო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კორახაშვილი: რადიო “აფხაზეთის ხმა” გათიშა ანძებიდან ბანალური მიზეზებით
შემდეგი სტატიამარგველაშვილის გერო-ში გამოსვლის სურვილს მმართველ გუნდში არ იზიარებენ