ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, გორის გვირაბთან ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო. გზის სავალი ნაწილიდან სატვირთოს გადასაყვანად ამწის გამოყენება გახდა საჭირო.

როგორც  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მომხდარ ავარიას ეთნიკურად ქართველიც ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე-ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას”