გიორგი მარგველაშვილი ავსტრიელ კოლეგას ხვდება

ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება. ჰაინც ფიშერი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში ხვდება, სადაც ავსტრიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ავსტრიის პრეზიდენტს თავის ქართველი კოლეგის გარდა შეხვედრები აქვს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქთან. ასევე დაგეგმილია დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც.

„ავსტრია მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსი, რომელიც დაინტერესებულია რეგიონით და ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის კუთხით. პრეზიდენტის ვიზიტისას გაფორმდება 4 მემორანდუმი: სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების სფეროში,“ – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ბიზნეს-ფორუმის ჩატარება. საქართველოში ჩამოსულია 15-მდე ავსტრიელი მსხვილი ბიზნესმენი.

ჰაინც ფიშერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3567 ლარია
შემდეგი სტატიაგეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბიუჯეტის კორექტირებას?