ავსტრიაში დარუპული სოფიკო ლოლაშვილის ოჯახს პრემიერი სამძიმარს უცხადებს

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში ქართველი გოგონას დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარის წერილს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ავსტრიის პოლიცია გამოიძიებს და დაადგენს სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს.

“მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს,“ – წერია სამძიმრის წერილში.

გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

სოფიკო ლოლაშვილის ცხედარი ავსტრიაში 29 აპრილს მდინარე დუნაიში იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა მოხდეს,”-კახი კალაძე
შემდეგი სტატია“მემგონი მათ ავიწყდებათ თავიანთი მოვალეობა”-ეკა ხერხეულიძე უმრავლესობის დეპუტატებზე