ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰომოსექსუალურ წყვილებს ჰეტეროსექსუალი წვყვილების მსგავსად ბავშვის შვილად აყვანის უფლება მიეცათ.
ამ გადაწყვეტილებამდე ჰომოსექსუალებს და ლესბოსელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ბავშვის შვილად აყვანა, თუკი რომელიმე მათგანი იყო ბიოლოგიური მშობელი.
მოსამართლეს თქმით, შეზღუდვა ევროპული კონვენციის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ის ამიტომაც შეიცავალა.
ავსტრიაში გეებს ჯერაც არ შეუძლიათ დაქორწინება, მაგრამ ერთსქესიანები, რომელებიც ერთად ცხოვრობენ და დარეგისტრირებული არიან, სარგებლობენ ბევრი იმ უფლებით, როგორითაც სხვადასხვასქესიანები.