ავსტრიამ სომხების გენოციდი აღიარა

ავსტრიის პარლამენტმა აღიარა და დაგმო ოსმალური იმპერიის მიერ 1915 წელს განხორციელებული სომხების გენოციდი.

,,რაც შეეხება ანკარას, მან ნათელი უნდა შეიტანოს და შუქი მოჰფინოს ბნელ წარსულს იმით, რომ აღიაროს ოსმალური იმპერიის დანაშაულებები სომხების მიმართ გენოციდად,, ნათქვამია ავსტრიის პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელსაც ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.

ავსტრიის პარლამენტის წევრებმა აღიარეს, რომ გარკვეული წვლილი, სომხების გენოციდში მიუძღვის მათ ქვეყანასაც, რომელიც პირველ სამამულო ომში უნგრეთთან და ოსმალეთის იმპერიასთან მოკავშირე იყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა
შემდეგი სტატია„პრეზიდენტს მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოეჩინა,“ – გიორგი ვოლსკი