ავსტრიამ აშშ-ს უკრაინელი ოლიგარქის გადაცემაზე უარი უთხრა

ავსტრიის სასამართლომ უკრაინელი ოლიგარქის დიმიტრი ფირტაშის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა, სადაც მას კორუფციის გამო ედება ბრალი.
49 წლის მეწარმე უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ბიზნესმენად ითვლება. ის ვენაში გასული წლის დასაწყისში აშშ-ს თხოვნით დააკავეს, რომელიც 2006 წლიდან მისი საქმიანობას იძიებს. ფირტაში მაშინ გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, რომელიც 125 მილიონი ევრო იყო.
დაკავებული ბრალს კატეგორიულად უარყოფდა.
„ვენის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურამ აპელაცია შეიტანა, ასე რომ საქმე ჯერ არ არის დახურული“ – განუცხადა ოლიგაქმა ჟურნალისტებს.
აშშ მას საერთაშორისო კორუფციული სქემის შექმნაში ადანაშაულებს.
გამოძიების მასალებით, საქმეში ბრალდებულია 6 ადამიანი, მათ შორის ინდოელი პარლამენტარი, უნგრელი და შრი-ლანკელი მეწარმე, რომლებიც ინდოელ ჩინოვნიკებს და პოლიტიკოსებს ქრთამს აძლევდნენ რომ ტიტანის წარმოებაზე ლიცენზია გაეცათ ანდჰრა-პრადეშის შტატში.
ქრთამი, ამერიკული მხარის თქმით, 18 მილიონი დოლარი იყო, პროექტმა კი 500 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, თითქოს ფირტაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოელ ჩინოვნიკებთან და განკარგულებებს იძლეოდა სახსრების მართვასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი იძულებულია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს–ვალერი გელბახიანი
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს