ავსტრალიელი პრემიერის კოლეგებმა გადადგომის შემდეგ პარლამენტში ღრეობა მოაწყვეს

ავსტრალიელი პრემიერის კოლეგებმა გადადგომის შემდეგ პარლამენტში ღრეობა მოაწყვეს

ავსტრალიელი პრემიერის კოლეგებმა გადადგომის შემდეგ პარლამენტში ღრეობა მოაწყვესავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის კოლეგებმა მისი გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობაში დიდი ღრეობა მოაწყვეს. შედეგად დაანგრიეს მაგიდა, რომელიც 560 დოლარად იყო შეფასებული – ამის შესახებ “დეილი მაილი” წერს. ინციდენტი 14 სექტემბერს მოხდა, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა.

პარლამნტში უკვე ინიცირებულია მომხდარის გამოძიება. სამეურნეო სამსახურის ადმინისტრაციის განცხადებით, “მაგიდა დაზიანდა იმიტომ, რომ ვიღაც იდგა მასზე, ან ცეკვავდა”.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიური მარმარილოს მაგიდის შეკეთება, რომელიც 1988 წელს იყო ნაყიდი, მინიმუმ 1000 დოლარი დაჯდება.
ტონი ებოტი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი იყო 2013-1015 წლებში. მან აღნიშნული პოსტი 14 სექტემბერს, შიდაპარტიული არჩევნების წაგების შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიApple ონლაინ მაღაზიაში 256 დაბინძურებული დამატება აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი, რეფერენდუმით რუსეთთან შეერთებას გეგმავს…