ავია-გამანადგურებელი სუ-24М, რომელსაც ბობმები გადაჰქონდა აფეთქდა

გამანადგურებელს ბობმები მიჰქონდახაბაროვსკის მხარეში ავია-გამანადგურებელი სუ-24М აფეთქდა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინსიტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.

“თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა გეგმიური საწვრთნელი ფრენის შესრულებისას ხურბას რაიონში. ადგილიდან მიღებული ინფორმაციით დაღუპულია ორივე მფრინავი” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმფრინავი 15.35 წუთზე ჩამოვარდა. “ტასი” დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გამანადგურებელს ბობმები მიჰქონდა. მიმდინარე მომენტში სუ-24 ტიპის გამანადგურებლების აფრენა კატასტროფის მიზეზების დადგენამდე შეჩერებულია.

ხურბას აეროპორტი კომსამოლკა ამურზე მდებარეობს, სადაც სუ-24 ტიპის 277 გამანადგურებელია ბაზირებული.
2015 წლის თებერვალში სუ-24-ის ტიპის გამანადგურებელი ვოლგოგრადის მხარეში ჩამოვარდა. მაშინაც ორივე მფრინავი დაიღუპა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირატომ გარბის სტერლიგოვი რუსეთიდან?
შემდეგი სტატიასავალუტო ფონდმა საბერძნეთს დახმარებაზე უარი უთხრა